გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1 პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.2 პირადობის მოწმობის ასლი;
1.3 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.4 სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.5 სიგელები;
1.6 სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.7 ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
1.8 განცხადება.
საბუთები მიიღება 2021 წლის 21 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისის 17 საათის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)
ბრძანების სრული ტექსტი იხ. ბმულზე.